კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოთხი ოპოზიციური გაერთიანების წერილი არათუ არ დააზიანებს სახელმწიფო ინტერესს, არამედ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას ემსახურება.
„არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი. დიახაც, ის, რომ არჩევნები გაყალბდა, არა მხოლოდ თბილისში, ვაკეში ან საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეა ცნობილი ყველასთვის, აშშ-ისთვის, ევროკავშირისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის. ოპოზიციური პარტიების მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმა აქცენტირებულად ამ საკითხზე არათუ არ დააზიანებს, არამედ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას ემსახურება და რატომ არის ეს ვინმესთვის გასაკვირი ამ ქვეყანაში, ეს უფრო გასაკვირია ჩემთვის“, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართავს.