პოლიტიკა

ნიკა ობოლაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა განაცხადა.

ობოლაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს “ძალას, რომელიც შეძლებს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს”.

„საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.

მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად თუ მე შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის, მათ შორის იყო ხერხი რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში. “ – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ვაკის პარკის ტრაგედიის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ ის დღეს აღარ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას.

ობოლაძის თქმით, ამ ტრაგედიის შემდეგ მას ცვლილებების ინიციატივა ჰქონდა, რაც ასევე მოიცავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საკითხსაც, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაშიც. მისი თქმით, ამ ინიციატივამ საჯაროდ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ზუსტად რომ გაგცეთ პასუხი და ვიყო თამამი ამ ყველაფერში გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში რაღაც ახლის დაწყების, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივამ კულისებს მიღმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, ამიტომ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით ნაციონალური მოძრაობის სახელით. არ ჩათვალოთ რომ ვსაუბრობ ნაციონალური მოძრაობის სახელით“ – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია