პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიცია აგრძელებს მავნებლობას, „ევრონესტის“ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი სამარცხვინოა, საზოგადოებამ მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა

“ევრონეტსში“ ქართული დელეგაციის რეზოლუციის მხარდაჭერაზე ოპოზიციის უარი მათი სამარცხვინო ქმედება იყო, როცა ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„უკვე ისიც მოახერხეს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ხმა არ მისცეს ისეთი რეზოლუციის დაინიცირებას, რომელშიც საუბარი იყო ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე და ქვეყნის დეოკუპაციაზე. ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტი რაც არის, ამ რეზოლუციის პროექტში იყო ასახული. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რეზოლუცია „ევრონესტს“ მიეღო. რა თქმა უნდა, ილუზია არ გვაქვს, რომ ამით რაიმე გარღვევა მოხდებოდა ერთი ან მეორე მიმართულებით, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეები იმისთვის არსებობს, რომ რეზოლუციები მიიღოს. ამ შემთხვევაში არც ერთმა ოპოზიციონერმა რეზოლუციის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა, რაც არის პრობლემა. არ მგონია, რომ ეს უვიცობის პრობლემა იყოს. თუ უვიცობის პრობლემაა, ეს დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ეს უფრო მავნებლობაა. ისინი საკუთარ მავნებლობას აგრძელებენ. როცა რეზოლუცია ინიცირდება, ის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ეგზავნება. ჩვენი დელეგაციის წევრები ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყვნენ და ამას ცხადყოფს ისიც, რომ ისინი რეზოლუციაში ცვლილებების შეტანასაც კი აპირებდნენ. თუ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ტექსტში რა ცვლილებები შეჰქონდათ? – მავნებლობა ჰქონდათ ჩაფიქრებული და უვიცობაში გადაეზარდათ. რაც მოხდა, კარგია, რადგან საზოგადოებამ მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ასევე ნახეთ

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია