პოლიტიკა

ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

“ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” – ამის შესახებ ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას”

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა Giorgi Khvedeliani და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა “გამზირს” გამზირი • Gamziri

გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, “გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს – “რეისი”

გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება, – დაწერა მან.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია