პოლიტიკა

ოცნებიდან წასულები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ

“ქართული ოცნებიდან” წასული 4 დეპუტატი სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებს. მისი წევრები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი იქნებიან. ასევე, რეგიონების საკრებულოებიდან რამდენიმე წევრი.

სოზარ სუბარმა მოძრაობის ჩამოყალიბების მიზეზები განმარტა:

“მიზანი იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც პასუხები აქამდე ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატოზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას.”

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...