პოლიტიკა

ოპოზიციის მწვავე მიმართვები პრემიერს

მთავრობის მეთაურის პარლამენტში მოსმენას მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპპზიციურ სპექტრში.

გთავაზობთ ხელისუფლების ოპონენტების მიმართვებს:

რომან გოცირიძე – “ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან, კინწისკვრით გამოგვაგდებენ.”

ეკა ხერხეულიძე – “საერთოდ რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ – როდესაც პრემიერის საეტაპო სიტყვა იწყება ისე, რომ ჩვენი სიძულვილით ხართ განმსჭვალული, არ შეიძლება პრემიერი გერქვათ, თქვენ ქვეყანას დაღუპავთ.”

შალვა კერესელიძე – “თქვენ დღეს თავი დაიმცირეთ და ანახეთ საზოგადოებას, რომ ხართ ძალიან სუსტი და პოლიტიკურად ხეიბარი პრემიერ-მინისტრი! პოლიტიკური ინტუიცია მკარნახობს, რომ საქართველოს პარლამენტში, დღეს, აი ამ ტრიბუნაზე, თქვენი პრემიერ-მინისტრის სტატუსით ალბათ ბოლო გამოსვლა იყო.”

 

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია