პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება.

„დღეს ყველანი ერთად ვდგავარ და გვაერთიანებს ერთი რამ, ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამ არჩევანს, დღეს უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას, გადახედოს ძალამ, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას, გვეუბნებიან, თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ამას ვერ შევეგუებით. მათ რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე არ იმუშავებს და ვერ იმუშავებს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რომ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე. შევიკრიბოთ, რათა ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება. შევიკრიბოთ, რათა უკრაინელ ხალხს ვუთხრათ, რომ როგორც ჩვენი გმირი ბიჭები ყოველდღიურად თქვენთან ერთად მედგრად იბრძვიან, ასე მედგრად, ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენ გვერდით. შევიკრიბოთ ჩვენი გმირების პატივისცემისთვის, რომლებსაც დღენიადაგ შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. მადლობა თქვენ, ბიჭებო, რომ ასე მამაცად, ურყევად იცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა – უკრაინის ფრონტი; ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. მერწმუნეთ, გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ამ ეკლიან გზას ჩვენი დიდი ერთიანობით მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე. ამას ყველა ვიზეიმებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია