პოლიტიკა

ეუთო/ოდირი – თავისი მანდატის თანახმად, ODIHR არ აღიარებს და მხარს არ უჭერს არჩევნებს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

“აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა, და იმეორებს ODIHR-ის დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის.

„თავისი მანდატის თანახმად, ODIHR არ აღიარებს და მხარს არ უჭერს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ODIHR უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს,” – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

ასევე ნახეთ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია