პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დღეს შეხვედრას გამართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დღეს შეხვედრას გამართავენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მათი საბოლოო პოზიცია.

პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციული სისტემა დაბალი საარჩევნო ბარიერით და პროკურორის არჩევის წესი ერთობლივად უნდა იყოს განხილული და მიღებული.

„ორ საათზეა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, ამ საკითხს განვიხილავთ და გეტყვით საბოლოო პოზიციას. ჩვენი პოზიცია ამ წუთამდე არის ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა შევთანხმდეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ერთობლიობაში იყოს განხილული და მიღებული. როგორც თავდაპირველად იყო შეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტით, რომ სრულად პროპორციული სისტემა დაბალი საარჩევნო ბარიერით და პროკურორის არჩევის წესი, როგორც შეთანხმებული ვიყავით დავბრუნდეთ ყველა საწყის პოზიციებზე და ეს საკითხი ისე განვიხილოთ. თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს მობილიზებას და დღეს ჩვენ შევთანხმდებით ოპოზიციონერ კოლეგებთან, საკმარისი ხმებია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...