პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე – რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას

რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის შესახებ.

მანჯგალაძის აზრით, აღნიშნული პირები ეროვნულ ბანკში ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.

„რუსი ჯაშუშები არიან ყველგან, ისინი მართავენ ქვეყანას, შედიან ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს რუსი ჯაშუშები არიან დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, შეიძლება აშანტაჟებენ კიდეც პრეზიდენტს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ და შესაძლოა ამიტომ არ უწყვეტს მოქალაქეობას, რომ აშანტაჟებენ რუსი ჯაშუშები, „ქართული ოცნება”. იცით, რომ ეროვნულ ბანკში თანამდებობები ღირსეულმა ადამიანებმა დატოვეს, ეს საგანგაშო სიგნალი იყო რუსი ჯაშუშებისთვის, რომ თურმე ყოფილა სისტემა, რომელიც არ კონტროლდება მათ მიერ და შეუსიეს ახლა ათასი ჯიშის ტურა – „ოდეერი“, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებებზე. ეს ნიშნავს, რომ დაემუქრებიან ადამიანებს, დააშანტაჟებენ და მოსყიდვას შეეცდებიან”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია