პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო.

პარლამენტის სესიაზე „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა და „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

„იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ტერმინი – „რუსული კანონი“.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც ახლა ეწევით. ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც ტერმინ „რუსულ კანონს“ გამოიყენებს ისევ. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ. გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...