პოლიტიკა

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი.

კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა.

თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.

ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“ , 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008 – 2016 წლებში იყო „ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018 – 2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია