პოლიტიკა

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი და საარჩევნო ცვლილებები.

შეხვედრას ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ამასთან დაკავშირებით  კომიტეტი 4 აგვისტოს სხდომას გამართავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბდება : „დეოლიგარქიზაცია“, სასამართლო რეფორმა, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვა, ანტიკორუფციული ღონისძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია