პოლიტიკა

პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა

პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა “ლელომ”, საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირა.

დოკუმენტი, რომელსაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. მას სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს “ლელოს” გარდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმშენებელი,” პარტია “საქართველოსთვის”, “გირჩი” და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია