პოლიტიკა

პარლამენტში თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საპროტესტო პლაკატი გაშალეს

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად ჰქონდა რუსული წარწერა -Русский военный корабль, иди на х…

წულუკიანმა მათ მიმართა: „მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი მანდატურების საშუალებით დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ პაპუაშვილმა მომხდარ ინციდენტს სამარცხვინო უწოდა.

„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი პარლამენტის წევრმა შეიძლება იკადროს. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსებისა. განსაკუთრებით ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევ ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ ან გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან რაღაც უთხრა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა კი მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატებს გამძლეობა უსურვა.

„ამ დარბაზში ცოტა ხანი ვიყავი, მქონდა პატივი და მახსოვს, მაგრამ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია ვითარება და მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია