პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პარტია “საქართველოსთვის” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამის შესახებ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა. თუმცა აღნიშნა ასევე, რომ თუკი რამე შეიცვლება ამას ამომრჩეველი მისგან შეიტყობს.

“როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად პროგნოზირებადი გახდა?! -, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის იმის პასუხისმგებლობა, რომ ამას ჩვენგან გაიგებენ”, – განაცხადა გახარიამ “მთავარ არხთან საუბრისას”.

“ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა პარტიაში უკან დაბრუნება. უფრო მეტიც, მისი თქმით, ბევრი ადამიანი მმართველი პარტიიდან მის პარტიაში გადავა.

“არასერიოზულია, რომ მე გადავალ ქართულ ოცნებაში. “ქართული ოცნებიდან” ბევრი გადმოვა ჩვენთან – ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”, განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე რამდენიმე პარტია გაერთიანდა.  ერთიანი საარჩევნო სია ექნებათ “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის” და ახლად შექმნილ მოძრაობას, “თავისუფლების მოედანს”.

ასევე გაერთიანდნენ „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ახალი”. პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციას შორის ერთმანეთზე „თავდაუსხმელობა“.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია