პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია – ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

მან ასევე აღნიშნა რომ, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს.

„საქართველოსა და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს, თქვენთან სოფლებში თუ ქალაქებში.

2023 წლეს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას! ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად!

თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით, წინ საქართველო! წინ!“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...