პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს:

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ.

ღარიბაშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია