საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.
„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინება იხილება.