პოლიტიკა

პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა – თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინება იხილება.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...