პოლიტიკა

პრეზიდენტმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია