პოლიტიკა

პუტინის განცხადებაში გაკვირვება, რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსს მოქალაქეებს, რომ ისინი საქართველოში შემოსულიყვნენ, ტურისტულად ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ. – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “პოლიტიკური მანიპულაცია” უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ.

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკას ატარებს – პირველ რიგში, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება მოხდეს, იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს. დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – თქვა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, ამ კითხვას რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება, რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსს მოქალაქეებს, რომ ისინი საქართველოში შემოსულიყვნენ, ტურისტულად ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ. შესაბამისად, ეს განცხადება გაკეთებული იყო ამისთვის. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და არ გაუპროტესტებია ვიზების მოხსნა. ეს როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვეტილება სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით მიიღო. შესაბამისად, დღეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, მათ შეუძლიათ პირდაპირ ჩამოფრინდნენ. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე, ის რომ ქართველს საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება ვიზის გარეშე რუსეთის ფედერაციაში წავიდეს, ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია