პოლიტიკა

“ქართული ოცნება” მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

 „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ოცნების“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ოცნების“ პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც „მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება“. ამის შესახებ ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 „მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა “, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე ნახეთ

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია