ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ.
„ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ. ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაიარად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხება. ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიკვეთება და შემდეგ მოგახსენებთ ამის შესახებ.
უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს. მე და მიხეილ სარჯველაძე შევხვდებით ჩვენს ოპონენტებს ხვალ, გავაცნობთ უმრავლესობის პოზიციას. უმრავლესობის ერთი სხდომა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს პოზიცია შეგვეთავაზებინა. იყო მცდელობა, არსებული ოპოზიციის პოზიციით ჩვენ იქნებ გადაგვედგა ნაბიჯი კონსენსუსისკენ და მსგავსი კონტურები შეიძლება, იყოს გამოკვეთილი, თუმცა მინიშნებასაც არ ვაკეთებ. ხვალ ჩვენი პოზიციის დეტალებს გავაცნობთ. ვფიქრობ, ამან შესაძლოა, დამატებითი სტიმული მისცეს ჩვენს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყოს, მათ შორის შეიძლება, კომპრომისი გაუადვილდეთ, წინასწარ ვერ ვისაუბრებ “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.