პოლიტიკა

ქართველი ექსპერტების ჯგუფმა იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართა

სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს.

წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება.

წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭება, თავისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია.

წერილს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ორგანიზაციის სხვა წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აწერენ ხელს.

 

ასევე ნახეთ

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...