პოლიტიკა

რაქვიაშვილი – დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ნიკა მელიას გადადგომა ალბათ სწორი ნაბიჯი იქნება, მისი ქცევა ამხელა პარტიის მიზნებს არ შეესაბამება

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, კრიზისი უფრო კულუარული იყო, მაგრამ გასაგები იყო ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებისთვის.

„ბევრი კრიტიკა ისმოდა და ცხადია, ეს ყველაფერი მელიას პასუხისმგებლობა იყო. როცა პარტიის თავმჯდომარე ხარ, რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ ხარ პასუხისმგებელი. ერთ-ერთი ეტაპია ეს, რაც გასკდა. როცა ადამიანები ვერ იყოფენ დაფინანსებას, პილიტიკურ პასუხისმგებლობას და თანამდებობებს, რაღაც მომენტში ეს ასეთ კონფლიქტად გადიქცევა ხოლმე. ალბათ კიდევ მეტ დეტალს გავიგებთ და ბოლო არ იქნება რაღაც ფიზიკური, თუ სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც უკვე იყო.

ძალიან ბევრი პრობლემაა პარტიაში, ამხელა პარტია, ამხელა ფინანსური და ადამიანური რესურსით, ასეთი უაზრობით არიან დაკავებული, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, დრო გვაჩვენებს, შენარჩუნდება პარტია, მელიას გადააყენებენ და ამით შეინარჩუნებენ ერთიანობას, თუ სხვადასხვა ჯგუფად დაიშლებიან. ოპოზიციურ ფლანგს ხელს არ უწყობს, როდესაც ყველაზე დიდი პარტია ასეთ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ ფინანსდება „ნაციონალური მიძრაობა“, მაგრამ ცხადია, რომ კეზერაშვილი ამ ყველაფერში ჩართულია.

„უცნაურია, რომ ადამიანთა ნაწილი ამას მალავს. როგორც მივხვდი, კეზერაშვილი მელიასაც აფინანსებდა და დაფინანსება რომ შეწყდა, ამიტომ დაიწყო კონფლიქტი. პრეტენზია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, თუ წევრებს აქვთ მელიას მიმართ – ვიდრე აფინანსებდა კეზერაშვილი მოსწონდა და როცა აღარ აფინანსებს, აღარ მოსწონს. იმედია, ამის შესახებ საჯარო დისკუსია შედგება და გავარკვევთ, ვინ რას აკეთებდა. მელიას გადადგომა ალბათ სწორი ნაბიჯი იქნება. მელიას ქცევა ამხელა პარტიის მიზნებს არ შეესაბამება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებების მიღების პრობლემაა. არ აქვთ მექანიზმი, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება და როგორ მოაგვარონ კონფლიქტი, სინამდვილეში პარტია ერთი ცენტრიდან არ იმერთებოდეს. „ქართულ ოცნებას“ რომ ვაკრიტიკებთ,  რომ ერთ ადამიანზეა პარტია ჩამოკიდებული, „ნაციონალურ მოძრაობაშიც ხომ იგივეა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ნიკა მელია დარჩეს პარტიის თავმჯდომარედ.

„ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, ხელი შეუწყოს ოპოზიციის დასუსტებას. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის და მელია იყოს პარტიის თავმჯდომარე, იყოს დაპირისპირებები და ჩხუბი, პარლენტშიც ჩანს, რომ ეს პარტია არაფერს აკეთებს, „ნაციონალური მიძრაობა“ არ ფუნქციონირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ ვადამდელ არჩევნებზე, ისიც კი არ ვიცი, 2024 წლის არჩევნებზე რას გააკეთებს. დღეს ხომ უკვე ცხადია, რომ არავინ სერიოზულად არ ლაპარაკობდა და იყო ყურადღების გადატანის მცდელობა შიდაპარტიული კრიზისის წინ. ამ მდგომარეობაში, როდესაც პარტიის წევრები ერთმანეთს სცემენ და აგინებენ, არ მგონია, ვინმე სერიოზულად განიხილავდეს ვადამდელ არჩევნებს, თუ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდათ, მთლიანად გაანადგურონ ოპოზიციური ფლანგი და მართლა დანიშნონ ვადამდელი არჩევნები“, – განუცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ასევე ნახეთ

ქართული ოცნება – ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია