პოლიტიკა

რატი ბრეგაძე – მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდადებული პატიმარი. ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს [გადაყვანა] საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. „ვივამედის“სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“ , – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე ნახეთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია