პოლიტიკა

რომან გოცირიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ თამაშის დრო არ არის, თავმჯდომარეობის კანდიდატები წონადი ფიგურები უნდა იყვნენ, მეც მინდა ამერიკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობა, მაგრამ სად არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განაცხადებით, რამდენიმე დღეში შეიკრიბება პოლიტსაბჭო, რომელიც გადაწყვეტს, პარტიაში შიდაარჩევნები როდის და რა ფორმით უნდა ჩატარდეს.

„პოლიტსაბჭო შეიკრიბება რამდენიმე დღეში და გადაწყდება ყველაფერი. სულ ორი საკითხია გადასაწყვეტი, არჩევნების რომელ ფორმას ავირჩევთ, „ფეისბუქით“ თუ „ბლოკჩეინით“, ანუ ღია კენჭისყრით თუ დახურულით და რომელ რიცხვში. მოესწრება თუ არა ახალ წლამდე, მეტი არაფერი საკითხი არაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, „რამდენად არის შანსი, რომ მელიას წინააღმდეგ შეიქმნას ხაბეიშვილ-მუმლაძის ალიანსი“, რომან გოცირიძემ განაცხადა:

„ყველას, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს არის ჩვენი წესდების მიხედვით. ახლა თუ ვინმეს კომიკურად უნდა თავი გაიხადოს და მიიღოს მონაწილეობა, არც არავინ დაუშლის. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის პარტია, სადაც თამაშის დროა. ყოფილი სახელისუფლო პარტიაა, ოპოზიციის ფლაგმანია და მასზეა დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლის ბედი. ახლა ხუმრობის დრო არ არის. წონადი ფიგურები უნდა იყვნენ, სერიოზულ ფიგურებს ექნება საერთაშორისო არენაზე წონა. ბოლოს და ბოლოს ნუ გვავიწყდება, რომ ნებისმიერი პარტიის ლიდერი მომავალში არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან რაღაც ძალიან მაღალი თანამდებობის პირი. პრეტენზიის გაცხადება, რომ მინდა პარტიის თავმჯდომარეობა, მეც მინდა ამერიკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობა, მაგრამ სად არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია