პოლიტიკა

რომან გოცირიძე პარლამენტის ბოიკოტზე – ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე – გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება.

რომან გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა.

„ბოიკოტისტობა“ რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები.

არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა -მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, – წერს რომან გოცირიძე.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია