პოლიტიკა

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის ​გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სულ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება.

საპასუხო წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა საფუძველი.

„მას შემდეგ კი, სხვა დონეზე გადავიდა სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა“, – აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია