პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლისას დაწესდეს საოკუპაციო შენატანი – ენმ-ის ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდეს.

კერძოდ, პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათი ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს საოკუპაციო შენატანი 1 000 ლარის ოდენობით.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, ეს იქნება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია და მეორე მხრივ, გადახდილი თანხა ჩაირიცხება დევნილთა დახმარების ფონდში.

პარლამენტს, ხელისუფლებას, საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება ძალიან დიდი მასშტაბები მიმიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას, ასევე ფინანსურ საკითხებს და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 

ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო შენატანი თანხა ლარებში იქნება განსაზღვრული 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.

ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ, გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რუსეთი არის აგრესორი. ამავდროულად, კი ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ მათ თუ არ სურთ თანხის გადახდა, შეუძლიათ, არც შემოვიდნენ ქვეყანაში. ასევე, შენატანის გადახდა იქნება სოლიდარობა იმ დევნილებისთვის, რომლებიც მრავლად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, იქნება შექმნილი სპეციალურ დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივი საჭიროებისთვის დევნილთათვის იქნება გადარიცხული“- თქვა ბეჟაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია