პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

პარლამენტის წინ აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში იმართება. მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

ფოტო: ipn

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია