პოლიტიკა

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას – ირაკლი კობახიძე სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ამბობს, რომ მის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. “მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა – ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას.”

„600 – დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო – საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა – ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი 600 დღის განმავლობაში სიმულიანტობს, რა რეიტინგი უნდა შერჩეს, არ ვიცი. შეიძლება თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები ჰყავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაში, ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, ორ საკითხთან დაკავშირებით მას სასჯელი აქვს შეფარდებული. ყველამ იცის, რა მოხდა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით; ყველას ახსოვს, რა მოხდა ვალერი გელაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები ცხადია – საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, რომელიც შეფარდებული აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია