პოლიტიკა

სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება – რომან გოცირიძე

გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს – პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! –  განაცხადა „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ იმ ფონზე როცა ასეულობით მილიონი ლარი მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ავტომობილებსა და „სულელურ პროგრამებზე“ იხარჯება, წარმოუდგენელია, რომ ვერეს ხეობის სტიქიის შემდეგ, კვლავ სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე მიდის საუბარი.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ქვეყანაში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტიქია თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

მისი ინფორმაციით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ღვარცოფების მოვარდნის შედეგად 170-მდე ადამიანია დაღუპული.

„გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რასაც პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს ადგილი – იქნება მინისტრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარება თუ კომიტეტზე დაბარება, სადაც არ მოდიან რადგან საკომიტეტო მოსმენა უფრო მწვავე შეიძლება იყოს და ეშინიათ. თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება. პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას, როცა აპირებენ ხელი შეუშალონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ, სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია