პოლიტიკა

საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

მან სააკაშვილის გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა.

„მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და არა – პოლიტიკის“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია