პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში

სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

სამადაშვილი ამბობს, რომ „მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს“.

“ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცები მათმა თანამზრახველებმა. ასე იქცევა “ოცნებაც”. სანამ იმპიჩმენტის შაპიტოს გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში. თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ჩვენ კი, მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს”,- წერს სამადაშვილი.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

ასევე ნახეთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია