პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგი გამართა და
განაცხადა, რომ ბელგიამ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება.
ის განმარტავს, რომ ბელგიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.
მმართველ პატრია კი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებიდან ამოღებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ არის.