პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე – ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ

ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ – ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.

მის კომენტარს პარლამენტში შეძახილები მოჰყვა.

„ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ რომ გასაგებია, რასაც აკეთებთ აქ, თუმცა ბოლომდე ამ საქმეს ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება ასე…“, – განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, რადგან, თავმჯდომარის განმარტებით, „პროცედურას არ ეხება“, შემდეგ, კი სალომე სამადაშვილმა კითხვები დააზუსტა.

„მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გამართვას, ხვალ თუ ზეგ? დაგვიზუსტეთ და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, სიტყვით გამოვიდეს?“ – მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია