პოლიტიკა

სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა – ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ სიტყვებით Mea culpa, რაც ნიშნავს, დამნაშავე ვარ, გააგრძელეთ ორბანთან მეგობრობა 

პრემიერო, რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას, რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა სიტყვებით – Mea culpa, რაც „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს ლათინურად, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, პრემიერმა ყველა გამოსვლა Mea culpa-თი უნდა დაიწყოს.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერს მიმართა, რომ გააგრძელოს ვიქტორ ორბანთან მეგობრობა.

„როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე, ამ კაცმა, რომელსაც, ამ ქვეყნის სამარცხვინოდ, ჰქვია დღეს პრემიერ-მინისტრი, დღეს ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა. ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედან ეს ხალხი, იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით, ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ, პარლამენტში, რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა Mea culpa-თი, სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს ლათინურად.

ბატონო პრემიერო, დამნაშავე ხართ იმაში, რომ თქვენ უწოდეთ სატანისტები ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, რადგან აქ ვერ გაბედავდი დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და ნიშნის მოგებით საუბრობ, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდა აქ ვიღაცას. სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა – დამნაშავე ვარ, Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით. ახლა მინდა, გითხრათ, რატომ ვუსმენდით ამ სამარცხვინო გამოსვლას მშვიდად, იმიტომ, რომ ყველამ გაიგო უკვე თქვენი ლუბლიანკაზე დაწერილი ტყუილები. ამხანაგო ღარიბაშვილო, არავის აღარ სჯერა ამ ქვეყანაში. ძალიან მალე ევროკავშირი გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ გეტყვით იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა გეუბნებიან, რომ არცერთი მოთხოვნა არ შეგისრულებიათ და ტოვებთ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის გარეშე. მერე სად გაიქცევით, მე არ ვიცი. ორბანთან მეგობრობა გააგრძელეთ“, – მიმართა პრემიერს სამადაშვილმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია