პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...