პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – არ მივცემ ბატონ კობახიძეს უფლებას, ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს

საქართველოს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ მისცემს ირაკლი კობახიძეს იმის უფლებას, ქართველს ხალხს ქსენოფობობა დასწამოს:

“ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ -პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს, თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას. არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოება, იქ მე ვიქნები” თქვა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე

ასევე ნახეთ

ნინო წილოსანი – როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია