პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას გამოეხმაურა.

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...