პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კაია კალასს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.

ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„შევხვდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.

ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია