პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება – ჩარევები არ “მოსულა”

ეს [შეწყალება] არის ჩემი დისკრეციული უფლება – ჩარევები არ “მოსულა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ ყოფილა, არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”.

“მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა”. ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, “მაგრამ” არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია