პოლიტიკა

სამარცხვინოა ღარიბაშვილი! – შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით – პაატა მანჯგალაძე

სამარცხვინოა ღარიბაშვილი !  შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის დაგმობის მაგივრად, კვლავ სიძულვილის ენით საუბარს აგრძელებს.

“დღეს 8 აგვისტოა, ჩვენი გმირების ხსოვნისა და პატივისცემის დღე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დღე გამოყენებული იყოს ეროვნული თანხმობისთვის და ოკუპაციის კიდევ ერთხელ დაგმობისთვის, ღარიბაშვილმა სიძულვილით საკუთარ თავსაც აჯობა.

ამასთან მინდა დავეთანხმო ღარიბაშვილს, დიახ, შეიძლებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის აცილება, ისევე როგორც 1921 წლის 25 თებერვლის, ისევე როგორც კრწანისის, მარაბდის, დიდგორის და ყველა სხვა ბრძოლის თუ ჩვენ უარს ვიტყოდით ყველაზე მთავარზე, ქართულ სახელმწიფოსა და თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს შვილებზე გადავლის უფლებას მივცემდით და გავხდებოდით ისეთივე მონები, როგორებიც არიან ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები.

უფრო მეტიც, ღარიბაშვილის ლოგიკას რომ გავყვეთ ყველაზე პროვოკატორი დავით აღმაშენებლი გამოდის. რას უწყვეტ ხარკს თურქ-სელჩუკებს, იწვევ და აღიზიანებ მტერს. მეფობ არხეინად, იყავი მონა, შენი შვილებიც გაზარდე მონებად და ამსახურე ბატონს.
სამარცხვინოა ღარიბაშვილი!
სამარცხვინოა “ქართული ოცნება”!
არა ოკუპაციას! არა მონობას!
დიდება საქართველოს!  დიდება გმირებს! “ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...