პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი – წარმოდგენა არ მაქვს, ოპოზიციური პარტიები რის გარშემო ერთიანდებიან, ჩვენთან კონსულტაცია თუ არ იყო, ვისთან შეიძლება, რაიმე კოალიცია შექმნა?

წარმოდგენა არ მაქვს, რის გარშემო ერთიანდებიან. არ გამიგია, რომ ჩვენთან რაიმე კონსულტაცია ჰქონდა. ჩვენთან, ქვეყანაში ყველაზე პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია თუ არ იყო, მაშინ ვისთან შეიძლება, შექმნა რაიმე კოალიცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომ პარტიაში პროევროპული ოპოზიციის იდეაზე საუბრობენ და ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს ესაუბრებიან.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან მიდგომა თუ არ შეიცვალა, პროევროპული გაერთიანება ვერ იქნება.

„წარმოდგენა არ მაქვს, რის გარშემო ერთიანდებიან, რადგან ახლა ევროინტეგრაციის ნაწილში ძალიან გასაგები ამოცანები გვაქვს, მათ შორის ტაქტიკური ამოცანები. ვიცი, რომ პროცესში გიორგი ვაშაძე ჩართული არ არის. ფაქტობრივად, ის ამ პროცესში იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგები პირდაპირ გვეუბნებიან, მათ შორის ვიზიტების დროს. თუ მიდგომა არ შეიცვალა, პროევროპული გაერთიანება ვერ იქნება. მით უმეტეს, არ გამიგია, რომ ჩვენთან რაიმე კონსულტაცია ჰქონდა. ჩვენთან, ქვეყანაში ყველაზე პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია თუ არ იყო, მაშინ ვისთან შეიძლება, რაიმე კოალიცია შექმნა?“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია