პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით იბარებენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით იბარებენ.

განცხადება, 9 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნის შესახებ, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.

დეკანოიძის თქმით, მინისტრთან კითხვები აქვთ 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით. სამართალდამცავების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის ფაქტებს მოჰყვა თუ არა შესაბამისი რეაგირება.

„7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.

მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას ხელს აწერენ დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია