პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს ოპიზიციონერ დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განხილა და გადაწყვეტილება მიიღო.

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ვარშალომიძეს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში 2022 წლის საგაზაფხულო სესიის სულ 26 სხდომა ჩატარდა და ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.

„არის კონკრეტული ჩამონათვალი – ჯანმრთელობის ცნობა, ან რომ ოჯახური მდგომარეობით არის გამოწვეული, ან რომ იმყოფებოდა პარლამენტიდან მივლინებაში, ან რომ პარლამენტის დავალებით რაიმე ღონისძიებაზე. არც ერთი რეგლამენტში გაწერილი რეგულაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საკითხს არეგულირებს, მისი მხრიდან არ ყოფილა დაცული და არც ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაიმე ცნობა, რაიმე საბუთი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დეპუტატის მიერ გაცდენილი სხდომები შეიძლება, ჩათვლილი ყოფილიყო საპატიოდ. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ კომიტეტის უფლებამოსილება სრულად იქნა შესრულებული და ამოწურული. დასკვნაც შესაბისად ამ ფაქტობრივ მოცემულობაზე არის გაკეთებული. მათ შორის ბოიკოტთან დაკავშირებული საკითხებიც რეგლამენტითაა დარეგულირებული და არც ამ მიმართულებით, პირადად მისგნ და არც ფრაქციისგან არ ყოფილა შესაბამისი რეგულაციების დაცვით ეს პროცედურა შესრულებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით“, – განაცხადა ორაკლი ქადაგიშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, რის შემდეგაც განსახილველად პირველივე სხდომაზე გავა.

ასევე ნახეთ

ვახტანგ გომელაური – დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია