პოლიტიკა

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე – ოლივერ ვარჰეი

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე, – წერს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.

„კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია