პოლიტიკა

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

„ძალიან ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ევროსაბჭოს სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მეოთხე სამიტში. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გულისხმობს, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც 2008 წელს რუსეთთან გვქონდა. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის კუთხით. ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რაც შედეგი მოაქვს ომს და მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს. დღევანდელი სამყარო, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება იპოვოს. ამიტომ, გვჭირდება ერთიანობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს, ამ გამოწვევის მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია“,-განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია